საფასადე შემინვის სისტემები თანამედროვე არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. ისინი ქმნის შენობის გამორჩეულ ვიზუალს, უზრუნველყოფს ბუნებრივი განათების მაქსიმალურ შემოდინებას და ამავდროულად იცავს შიდა სივრცეს გარემო ზემოქმედებისგან. პროექტის არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით, შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის სისტემის შერჩევა.
კალპაკური სისტემა – ველაზე საიმედო დაცვა საფასადე შემინვის სისტემებში. გამოირჩევა გარე მხრიდან ხილული ალუმინის პროფილებით, რომლებიც ქმნის ხაზოვან, სტრუქტურულ რიტმს ფასადზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და პრაქტიკული გადაწყვეტა, რომელიც აერთიანებს სიმყარეს, ენერგოეფექტურობასა და ესთეტიკას.
სპაიდერული სისტემა წარმოადგენს მინიმალისტურ და ვიზუალურად „ჰაეროვან“ გადაწყვეტას. მინა მაგრდება სპეციალური სამაგრებით (სპაიდერებით), რის შედეგადაც ფასადი მაქსიმალურად გამჭვირვალე და თანამედროვე იერს იღებს. იდეალურია კომერციული და პრემიუმ კლასის ობიექტებისთვის.
სილიკონური სისტემა ქმნის მთლიანად გლუვ, ერთიან შუშის ზედაპირს, სადაც გარე მხრიდან პროფილები არ ჩანს. სპეციალური სტრუქტურული სილიკონი უზრუნველყოფს მინის საიმედო ფიქსაციას და მაღალ ჰერმეტულობას, რაც აუმჯობესებს თბო და ხმის იზოლაციას.