ნაწრთობი მინა და მინაპაკეტი წარმოადგენს თანამედროვე მინის სისტემებს, რომლებიც გამოირჩევა მაღალი გამძლეობით, უსაფრთხოებითა და ენერგოეფექტურობით. მათი გამოყენება ფართოდ გავრცელებულია როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ და არქიტექტურულ პროექტებში, სადაც მნიშვნელოვანია როგორც ფუნქციურობა, ისე ესთეტიკური ვიზუალი.
ნაწრთობი მინა სპეციალური თერმული დამუშავების შედეგად ხდება რამდენიმეჯერ უფრო მტკიცე, ვიდრე ჩვეულებრივი მინა. დამუშავების პროცესი ზრდის მის მდგრადობას მექანიკური ზემოქმედებისა და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ. დაზიანების შემთხვევაში ასეთი მინა იშლება წვრილ და ნაკლებად ბასრ ნაწილებად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრავმის რისკს და ზრდის უსაფრთხოების დონეს.
ამ თვისებების გამო ნაწრთობი მინა ხშირად გამოიყენება კარებში, ვიტრინებში, მოაჯირებში, საშხაპე კაბინებსა და ფასადურ სისტემებში.
მინაპაკეტი კი რამდენიმე მინის ფენისგან შემდგარი სისტემააა, რომელიც უზრუნველყოფს თერმოიზოლაციას, ხმაურის შემცირებას და ენერგოეფექტურობას. მისი გამოყენება ხელს უწყობს შიდა სივრცეში კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას და ამცირებს გათბობისა და გაგრილების ენერგო დანახარჯებს.