ზარის მოთხოვნა შეავსეთ ფორმა და ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ
🇬🇪საქართველო+995
🇷🇺რუსეთი+7
🇺🇦უკრაინა+380
🇦🇲სომხეთი+374
🇦🇿აზერბაიჯანი+994
🇹🇷თურქეთი+90
🇺🇸აშშ+1
🇩🇪გერმანია+49
მადლობა! თქვენი მოთხოვნა მიღებულია.
ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.
ჩვენ შესახებ - Factory Megobroba
ჩვენ შესახებ

მრავალპროფილური საწარმო „მეგობრობა"

ქართულ ბაზარზე დაარსების დღიდან ლიდერ პოზიციას ინარჩუნებს. კომპანია 2005 წელს დაარსდა და დღეს უკვე 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ამზადებს, მათ შორის:

ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები
საფასადე და შემინვის სისტემები
პერგოლა
რკინის ნაწარმი და სხვა
2005 წლიდან ბაზარზე
70+ პროდუქტი
12K კვ.მ ტერიტორია
Factory Megobroba
მეგობრობის ხედვა და მისია

მეგობრობის ხედვა და მისია

ფილოსოფიის ამომავალი წერტილი ადამიანებზე ზრუნვაა. ჩვენი მთავარი პრინციპია მომხმარებლის კომფორტი და კმაყოფილება. გუნდი ზრუნავს, რომ მომხმარებელთან ურთიერთობა გახდეს სასიამოვნო გამოცდილება.

„მეგობრობა" განსაკუთრებულ ინვესტიციას ახორციელებს სამუშაო ძალაში — თითოეული თანამშრომელი მუდმივად გადამზადებულია და კვალიფიციურია, რაც გრძელვადიანი ხარისხის გარანტიას იძლევა.

განვითარების გზა

განვითარების გზა

„მეგობრობა" თავდაპირველად პატარა საწარმოდ გაჩნდა, ძირითადად მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების და ალუმინის პროდუქციის წარმოებით. დროთა განმავლობაში კომპანიამ გაფართოვა საქმიანობის სფეროები, დაუსახლებელი შრომის, სიახლის ძიებისა და ხარისხზე პრიორიტეტის მიჩენის შედეგად შექმნა ქართულ ბაზარზე წარმოების ახალი სტანდარტები.

დღეს საწარმო 12.000კვ. მეტრის ტერიტორიაზეა განთავსებული, აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტების მქონე დანადგარებით, რომლებიც კვალიფიციური და რეგულარულად გადამზადებული გუნდი მართავს. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს უმოკლეს დროში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას მომხმარებლისთვის.

ისტორია
საწარმოო კომპლექსი

საწარმოო კომპლექსი

ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სრულად აღჭურვილი საწარმოო კომპლექსი, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების თანამედროვე ხაზებს და უზრუნველყოფს პროდუქციის შექმნას ერთ სივრცეში, უმაღლესი ხარისხისა და სტანდარტების დაცვით

01
მინაპაკეტის აწყობა სხვადასხვა ზომის და ფორმატის მინაპაკეტების წარმოება
02
მინის წრთობა თანამედროვე დანადგარები თერმული დამუშავებისთვის, მაქსიმალური სიმტკიცისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
03
მინის ლამინირება მრავალფენიანი უსაფრთხო მინა, გამძლეობით, ხმის იზოლაციითა და დამატებითი დაცვით
04
მინის დაბურვა მინის ზედაპირის დამუშავება დაცვის და ესთეტიკური ეფექტისთვის
05
აბაზანის ტიხრები სპეციალური წყალგამძლე მინა აბაზანებისთვის
06
მეტალო-პლასტმასის და ალუმინის საწარმო ენერგოეფექტური კარ-ფანჯრებისა და კონსტრუქციების წარმოება
07
რკინის საწარმო ინდივიდუალური და სტანდარტული ლითონის კონსტრუქციების დამზადება
08
რკინის ლაზერული ჭრა მაღალი სიზუსტის ჭრა იდეალური დეტალიზაციით
09
თერმული ღებვა ფხვნილისებრი (პოლიმერული) ღებვა ზედაპირის გამძლეობის, ესთეტიკის და კოროზიისგან დაცვისთვის
10
საწყობი საცალო გაყიდვებისთვის მუდმივად განახლებული მარაგი მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად
მიღწევები

მნიშვნელოვანი წარმატებები

საწარმოს გაფართოება და 12.000კვ. მეტრის კომპლექსის გახსნა
70-ზე მეტი სხვადასხვა სახეობის პროდუქციის წარმოება
პრემიუმ ხარისხის მეტალოსა და ალუმინის პროფილების მწარმოებელ კომპანიებთან ექსკლუზივის მიღება
3 შოურუმის გახსნა, სადაც წარმოდგენილია პროდუქციის უმეტესი ნაწილი
წარმოების სტანდარტების სრული მოდერნიზება და ხარისხის პრიორიტეტად გადაქცევა
პროდუქცია

70+ პროდუქტი

საწარმო პროდუქციის დასამზადებლად იყენებს უმაღლესი ხარისხის ევროპულ და ამერიკულ ბრენდებს

პროდუქცია
ალუმინისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრები
საფასადე და შემინვის სისტემები
პერგოლა
რკინის ნაწარმი და სხვა
ბრენდები
გერმანული SALAMANDER მეტალო-პლასტმასი
თურქული ERSAŞ და ASAŞ თერმო ალუმინი
გერმანული SIEGENIA და ROTO მექანიზმები და აქსესუარები
ავსტრიული MACO მექანიზმები და აქსესუარები
Factory Megobroba
2005 წლიდან ბაზარზე
რატომ „მეგობრობა"?

რატომ „მეგობრობა"?

კომპანია დაარსდა 2005 წელს. თავდაპირველი გუნდი შეზღუდული რესურსებით ოპერირებდა, თუმცა დამფუძნებელმა მამუკა არევაძემ შემოიკრიბა ერთგული, პროფესიონალი მეგობრები. სწორედ აქედან გაჩნდა სახელის იდეა — „მეგობრობა".

უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული ბრენდები
უმოკლეს დროში უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდება
კვალიფიციური და რეგულარულად გადამზადებული გუნდი
გარანტია, მინიმუმ 1 წლის ვადით
სამშენებლო კომპანია

სამშენებლო კომპანია

წარმოების გამოცდილების და წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნის საფუძველზე, „მეგობრობამ" სამშენებლო სფეროშიც შეაბიჯა და დაიმკვიდრა ლიდერის პოზიცია. სამშენებლო პროექტები დაიწყო 2014 წელს.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი კომპლექსი დედაქალაქის გარეთ, კერძოდ გორში, შენდება.

11 დასრულებული მასშტაბური პროექტი
3 მიმდინარე პროექტი
2014 წლიდან
სამშენებლო კომპანია
სრული მომსახურება

სრული მომსახურება

კონსულტაცია
ადგილზე აზომვა
ტრანსპორტირება
მონტაჟი
ხარისხის კონტროლი
FAQ

FAQ

კომპანია გთავაზობთ ნაღდ ან უნაღდო ანგარისწორებას.

რა თქმა უნდა, ჩვენს პროდუქციაზე ვრცელდება გარანტია, მინიმუმ 1 წლის ვადით.

მასალების ნიმუშების ნახვა შესაძლებელია მისამართებზე: დ. სარაჯიშვილის გამზ 1; დ. სარაჯიშვილის გამზ 12; დ. გურამიშვილის გამზ. 66ა.

თბილისის მასშტაბით ზომების აღება და მონტაჟი უფასოა. რეგიონებში ითვლება ინდივიდუალურად.

პროდუქტის დამზადების ვადა ინდივიდუალურია და დამოკიდებულებია პროდუქტის რაოდენობასა და დამზადების სურთულეზე.

ცხელი ხაზის ნომერი: 032 215 20 40

როგორ დაგვიკავშირდეთ?

ცხელი ხაზის ნომერი: 032 215 20 40