მრავალპროფილური საწარმო „მეგობრობა"
ქართულ ბაზარზე დაარსების დღიდან ლიდერ პოზიციას ვინარჩუნებთ. 2005 წელს დაარსებული კომპანია დღეს უკვე 70-ზე მეტი დასახელების პროდუქტს ამზადებს უმაღლესი ხარისხის ევროპული და ამერიკული ბრენდების ნაწარმით.
ჩვენი ფილოსოფია
პირველობისკენ სწრაფვა გვიბიძგებს, გავცდეთ არსებულ საზღვრებს და დავაწესოთ ახალი სტანდარტები
ხედვა
დარგის ლიდერი გავხდეთ და უზრუნველვყოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის წარმოება, რომელიც აკმაყოფილებს თითოეული მომხმარებლის ინდივიდუალურ მოთხოვნებს.
მისია
არა მხოლოდ გავამართლოთ, არამედ გადავაჭარბოთ ჩვენი მომხმარებლების მოლოდინებს. ვამაყობთ სამშენებლო სფეროში ინოვაციებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვით.
ფილოსოფია
ამომავალი წერტილი ადამიანებზე ზრუნვაა. ვქმნით გარემოს, სადაც უპირველესი პრინციპი მომხმარებლის კომფორტი და კმაყოფილებაა.
ჩვენი ისტორია
მცირე საწარმოდან საერთაშორისო ექსპორტიორამდე - ჩვენი წარმატების ისტორია
კომპანიის დაარსება
„მეგობრობა" ქართულ ბაზარზე მცირე ზომის საწარმოს სახით გამოჩნდა. მთავარ მიმართულებად მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები და ალუმინის პროდუქცია განისაზღვრა.
სამშენებლო მიმართულება
წარმოების გამოცდილების შემდეგ, „მეგობრობამ" სამშენებლო სფეროშიც შეაბიჯა. დღეს 10 დასრულებულ და 3 მიმდინარე პროექტს ვითვლით.
საგამოფენო სივრცე
საქართველოში პირველი საგამოფენო სივრცე გ.გურამიშვილის გამზირზე გავხსენით, სადაც მომხმარებელი ვიზუალურად ხილავს და რეალურად გამოცდის პროდუქტს.
მინისა და რკინის საწარმო
გავხსენით სიმძლავრით მოწინავე მინის საწარმო. ვართ ერთადერთი ქართული საწარმო, რომელიც მინას ამზადებს არგონის გაზით დატუმბვის გზით.
საერთაშორისო ექსპორტი
პროდუქცია საზღვრის გარეთაც გავიტანეთ - კარ-ფანჯრები და საფასადე სისტემები კანადაში ექსპორტირდება, რაც პროდუქტის სამაგალითო ხარისხზე მეტყველებს.
ჩვენი საწარმოები
12,000 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებული თანამედროვე აღჭურვილობით
მინის საწრთობი და ლამინირების საწარმო
თანამედროვე სტანდარტებით ხდება შუშის ფორმირება, ლამინირება და წრთობა. მუშაობს არასტანდარტული ზომის მინებზეც.
ალუმინის საწარმო
მეტალო-პლასტმასის და ალუმინის პროდუქციის წარმოება ევროპული სტანდარტებით.
რკინის საწარმო
რკინის დამუშავება, ლაზერული ჭრა და თერმული შეღებვა ერთ სივრცეში.
ლაზერული ჭრის საწარმო
უახლესი ლაზერული დანადგარი ნებისმიერი დიზაინის პროდუქტის დასამზადებლად.
თერმული ღებვის საწარმო
მაღალი ხარისხის ანტიკოროზიული საღებავით 180°C-ზე.
70+ პროდუქტი
სრული ასორტიმენტი საცალო და კორპორაციული მომხმარებლებისთვის
სრული მომსახურება
კონსულტაციიდან მონტაჟამდე - სრული ციკლი ერთ სივრცეში
მნიშვნელოვანი წარმატებები
ინოვაციები და პირველობა ქართულ ბაზარზე
პირველი საგამოფენო სივრცე
საქართველოში პირველი შოურუმი, სადაც მომხმარებელი ვიზუალურად ხილავს და რეალურად გამოცდის პროდუქტს.
არგონით მინის წარმოება
ერთადერთი ქართული საწარმო, რომელიც მინას ამზადებს არგონის გაზით - განსაკუთრებული ენერგოეფექტურობა.
ექსპორტი კანადაში
პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე - კარ-ფანჯრები და საფასადე სისტემები კანადაში ექსპორტირდება.
13+ სამშენებლო პროექტი
10 დასრულებული და 3 მიმდინარე პროექტი, მათ შორის საცხოვრებელი კომპლექსი გორში.
რატომ „მეგობრობა"?
კომპანიის სახელი მეგობრობის იდეას ასახავს - ჩვენ ვართ ერთგული, საიმედო და პროფესიონალი გუნდი
კომპანია დააარსა მამუკა არევაძემ, რომელმაც გარშემო ერთგული, საიმედო და პროფესიონალი მეგობრები შემოიკრიბა. პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი კვირაში 7 დღის განმავლობაში მზადაა დაგეხმაროთ.
მზად ხართ თანამშრომლობისთვის?
დაგვიკავშირდით და მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია თქვენი პროექტისთვის