ხარისხი, რომელსაც ენდობი
ჩვენს საწარმოში იპოვით ყველაფერს, რაც იდეალური გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ
2005 წელს რამდენიმა მეგობარმა საერთო მიზანი დაისახა: შეექმნათ პროდუქცია, რომელსაც თავადაც ენდობოდნენ. დღეს „მეგობრობა" საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი მრავალპროფილური საწარმოა. ვიყენებთ გერმანულ და ავსტრიულ მასალებს, ვმუშაობთ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და გვყავს გუნდი, რომელიც მუდმივად ვითარდება. შედეგი? პროდუქცია, რომელიც საქართველოს საზღვრებს გასცდა და დღეს კანადელ მომხმარებლებსაც ემსახურება.
ჩვენი
საუკეთესო
ნამუშევრები
მესტიის აეროპორტი
მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტს შორის დასახელებული ობიექტის ექსტერიერის მოწყობა. პროექტი გამოირჩევა ინოვაციური არქიტექტურით, სადაც „მეგობრობამ“ უზრუნველყო რთული გეომეტრიული ფორმების მქონე ალუმინის ვიტრაჟებისა და სპეციალური ნაწრთობი მინების მონტაჟი.
კლინიკა ღია გული
თანამედროვე სამედიცინო ცენტრის ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობა მაღალტექნოლოგიური ალუმინისა და მინის სისტემებით. პროექტის მიზანი იყო ესთეტიკური იერსახისა და მაქსიმალური ფუნქციურობის შერწყმა სამედიცინო სექტორის მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით.
კოკა-კოლა ქარხანა
ამიერკავკასიაში „კოკა-კოლას“ უმსხვილესი საწარმოს ექსტერიერის მოწყობა. პროექტი მოიცავს ევროპული სტანდარტის ალუმინის ვიტრაჟული სისტემებისა და მაღალი გამძლეობის ფასადის კომპოზიტური პანელების მონტაჟს, რაც შენობის ენერგოეფექტურობასა და ვიზუალურ პრესტიჟს უზრუნველყოფს.
ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
სახელმწიფო მნიშვნელობის სტრატეგიული ობიექტის ექსტერიერის სრული მოდერნიზაცია. პროექტი მოიცავს საფასადე შემინვის რთულ სისტემებსა და მაღალი ხარისხის ალუმინის კონსტრუქციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შენობის სიმყარეს, უსაფრთხოებასა და თანამედროვე არქიტექტურულ იერსახეს.
როგორ ვმუშაობთ
კონსულტაციიდან მონტაჟამდე - თითოეული ნაბიჯი გამჭვირვალე და პროფესიონალური
კონსულტაცია
უფასო კონსულტაცია თქვენი პროექტის მოთხოვნებზე
აზომვა
პროფესიონალური აზომვა ადგილზე მისვლით
წარმოება
მაღალი ხარისხის პროდუქციის დამზადება
მიწოდება
უსაფრთხო ტრანსპორტირება მთელს საქართველოში
მონტაჟი
პროფესიონალური მონტაჟი გარანტიით